პელეს ოჯახში ტრაგედია დატრიალდა

26-03-2020, 18:16

ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელის პელეს ოჯახში ტრაგედია დატრიალდა.

მისი ძმა ზეკა ნასიმენტო სანტოსის საავადმყოფოში 77 წლის ასაკში გარდაიცვალა, რისი მიზეზიც კიბო  გახდა.

ზეკა პელეზე ორი წლით უმცროსი იყო და თამაშობდა "სანტოსში" 1961-62 წლებში, თუმცა ამ გუნდში მხოლოდ 15 მატჩი ჩაატარა და ოთხი გოლი გაიტანა, რის შემდეგაც, დატოვა პროფესიული ფეხბურთი და ბიზნესში გადავიდა.

ცნობილი არ არის, დაესწრება თუ არა დაკრძალვას პელე, რომელსაც, ბოლო დროს, თავად ჰქონდა ჯანმრთელობის პრობლემები.


კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

როგორ ატარებს აჩი არველაძე დროს თვითიზოლაციაში (ვიდეო)

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით