ოფიციალურად: ინგლისის ლიგებში სეზონი გაუქმებულად ჩაითვალა

26-03-2020, 20:56

ინგლისის საფეხბურთო ასოციაციაციამ, COVID-19-ის გამო შეეჩერებული სეზონის შესახებ ოფიციალური გადაწყვეტილება მიიღო.

ასოციაციამ დაადგინა, რომ ნაციონალურ ლიგაში და მის ქვემოთ არსებულ ლიგებში სეზონი აღარ განახლდება, ამასთან ერთად ანულირებული იქნება ყველა რეზულტატი, რაც ნიშნავს რომ ამ ლიგებს არც გამარჯვებულები და არც ქვედა ლიგებში დაქვეითებულები არ ეყოლება. აღნიშნული ეხება  ქალთა ფეხბურთსაც.

"არ იყო ადვილი ამ ნაბიჯის გადადგმა. ვაცნობიერებთ რომ ინგლისური ფეხბურთისთვის ეს გადაწყვეტილება დიდი დარტყმაა, მაგრამ ჩვენთვის პირველ ადგილზე ფეხბურთელების, კლუბების მომსახურე პერსონალის და მწვრთნელების ჯანმრთელობაა", - წერია საფეხბურთო ასოციაციის განცხადებაში.

ინგლისის ნაციონალური ლიგა, რანგით მეხუთე დივიზიონია, რაც შეეხება ქალ ფეხბურთელთა ტურნირებს, აქ შედეგების ანულირება მესამე დივიზიონიდან დაიწყება.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

გამწარებული სომეხი გულშემატკივრის რეაქცია ქართველი ფენომენის თამაშზე !

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით