"ბაიერნი" გერმანულ კლუბებს დაეხმარება !

27-03-2020, 02:28

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, მიუნხენის "ბაიერნის" ხელმძღვანელობა, დაბალი დონის გერმანულ კლუბებს დაეხმარება.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბავარიული გრანდის წარმომადგენლობა ადგილობრივ გუნდებს, კორონავირუსის პანდემიის გამო, 18 მილიონ ევროს გადაურიცხავს.

ცნობების მიხედვით, ეს თანხა ფონდში გადაირიცხება, საიდანაც ფედერაცია მას კლუბების დაზარალების პროპორციულად გაანაწილებს.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული ვირუსის გამო, მიმდინარე სეზონის ბუნდესლიგა, მინიმუმ 29 აპრილამდე გადაიდო.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

უცნაური გადაწყვეტილება, საქართველოში ფეხბურთი ბრუნდება

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით