"არსენალი" "რეალის" ვარსკვლავის შეძენაზე ამუშავდა

27-03-2020, 14:25

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე, ლოდნონის „არსენალი“, მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელის, ხამეს როდრიგესის გადაბირებას ეცდება.

როგორც უკვე ცნობილია, კოლუმბიელი ფეხბურთელის გადაბირება ასევე პრემიერლიგის ბინადარს-„ვულვზს“ სურს. ისინი მზად არიან, ხამესის სანაცვლოდ 72+ მილიონი ევრო გადაიხადონ.

დღეს გავრცელებული ინფორმაციით, მისთვის ბრძოლაში „მეთოფეებიც“ ჩაერთვებიან. ლონდონელებს სჯერათ, რომ მასსში კვლავაა პოტენციალი, რომელიც მათ სამომავლო გეგმებისთვის გამოადგებათ. შესაძლოა, ტრანსფერში მიკელ არტეტამაც დიდი როლი ითამაშოს.

ტრანსფერის შემთხვევაში, ხამესი მე-5 ქვეყნის ჩემპიონატში იასპარეზებს-ინგლისი, საფრანგეთი, პორტუგალია, გერმანია, ესპანეთი.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

იაშვილი ვაისის კონტრაქტზე: "ორივე მხარეს სურდა, რომ.."

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით