პრემიერლიგა 30 აპრილს არ განახლდება

27-03-2020, 15:43

კორონავირუსის გამო, ბელარუსის გარდა, ევროპის ყველა ჩემპიონატი შეჩერებულია და კეთდება განცხადებები მათი განახლების თარიღის შესახებ. თუმცა, არავინ იცის, იმ დროისთვის რა ვითარება იქნება.

გავლენიანი ბრიტანული გამოცემა Daily Mail-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეუძლებელი იქნება, პრემიერლიგა ადრე გამოცხადებულ თარიღში, 30 აპრილს განახლდეს.

წყაროს ცნობით, ოფიციალური ინფორმაცია აღნიშნულთან დაკავშირებით მომავალ კვირაში გახდება ცნობილი.

შეგახსენებთ, 25 ტურის შემდეგ ლიდერი "ლივერპული" მეორეადგილოსან "მანჩესტერ სიტის" 25 ქულით უსწრებს და თუ ტურნირი არ განახლდა, მერსესაიდელები ჩემპიონები ვერ გახდებიან.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

როგორ გამოეხმაურა შოთა არველაძე ბასილაშვილის სკანდალს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით