ნოიერი პრემიერლიგაში ითამაშებს

27-03-2020, 18:37

გავლენიანი გამოვემა Bild-ის ინფორმაციით, მიუნხენის "ბაიერნის" გოლკიპერმა მანუელ ნოიერმა, შესაძლოა, კარიერა პრემიერლიგაში  გააგრძელოს.

34 წლის მეკარის კონტრაქტი მიუნხენელებთან 2021 წლის ზაფხულამდეა ძალაში და მხარეები ახალ ხელშეკრულებაზე შეთანხმებას ვერ ახერხებენ.

ნოიერს მრავალწლიანი ხელშეკრულება სურს, რასაც კლუბი არ თანხმდება. აღნიშნული შესაძლოა მეკარის კლუბიდან წასვლის მიზეზი გახდეს.

ნოიერზე ყველაზე რეალური პრეტენდენტია "ჩელსი", რომელიც უკმაყოფილოა ძირითადი მეკარის კეპა არისაბალაგას თამაშით. თუმცა, ბევრი რამ იმაზე იქნება დამოკიდებული, შეძლებს თუ არა "ჩელსი" კეპას სარფიანად გაყიდვას.

თავად "ბაიერნს" ნოიერის შემცვლელად „ბარსელონადან“ მარკ-ანდრე ტერ შტეგენის შეძენა სურს.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

კობიაშვილი: "ვაისი სამი თვის ხელფასს არ აიღებს"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით