"რონალდოს საქციელი გაუმართლებელია"

27-03-2020, 20:52

მოგეხსენებათ, კორონავირუსის პანდემიის გამო მთელი იტალია კარანტინშია მოქცეული. რა თქმა უნდა, იზოლაციაში არიან "იუვენტუსის" ფეხბურთელებიც, თუმცა ყველა იტალიაში არ იმყოფება.

მაგალითისთვის, კრიშტიანუ რონალდუ მშობლიურ მადეირაში იმყოფება. ამ ფაქტზე კომენტარს აკეთებს "იუვეს" ყოფილი პრეზიდენტი, ჯოვანი გილი და უკმაყოფილებას გამოთქვამს პორტუგალიელის საქციელის გამო.

"რაც რონალდუ წავიდა, კლუბში სიტუაცია გართულდა. წასვლის მიზეზად მან დედამისის ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა, თუმცა ჩვენ ვხედავთ, რომ ის მშვენიერ გარემოში ისვენებს. ეს არასწორია. ვფიქრობ, ყველა მოთამაშე ერთნაირ სიტუაციაში უნდა იმყოფებოდეს. ისინი კარანტინში უნდა იყვნენ", - განაცხადა გილიმ.

სავარაუდოდ, ჯოვანი გილის უკმაყოფილება გამოიწვია იმ ფოტომ, სადაც ასახულია, როგორ ისვენებს რონალდუ საცურაო აუზზე.

შეგახსენებთ, რომ იტალია კორონავირუსის გავრცელების ეპიცენტრია. სიკვდილიანობის ყველაზე მეტი შემთხვევა სწორედ აქ დაფიქსირდა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

იაშვილი ვაისის კონტრაქტზე: "ორივე მხარეს სურდა, რომ.."

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით