ნეიმარი "რეალში". მადრიდელთა ლეგენდა განცხადებას აკეთებს

27-03-2020, 18:54

მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდამ, რობერტო კარლოსმა მედიასთან საუბარისას ძალიან საინტერესო განცხადება გააკეთა.

მისი თქმით, თუ „პსჟ“-ს ერთ-ერთ ლიდერს, ნეიმარს, ჩემპიონთა ლიგის მოგება სურს, მადრიდის „რეალში“ უნდა გადავიდეს.

,,ეს ყველაფერი ჩემზე რომ ყოფილიყო დამოკიდებული, ნეიმარი უკვე დიდი ხანი „სამეფო კლუბის“ შემადგენლობაში ითამაშებდა. ისეთი ფეხბურთელები, როგორიც ისაა, მსოფლიოს საუკეთესო გუნდში თამაშს იმსახურებენ.

გინდა ჩემპიონთა ლიგის მოგება? მაშინ გადადი მადრიდის „რეალში“."-განაცხადა ბრაზილიელმა განაპირა მცველმა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

როგორ გამოეხმაურა შოთა არველაძე ბასილაშვილის სკანდალს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით