ლევანდოვსკიმ "ბაიერნის" ფეხბურთელებს ხელფასების შემცირებისკენ მოუწოდა

27-03-2020, 20:59

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, მიუნხენის "ბაიერნის" ფეხბურთელებმა, მათ კვირეულ ანაზღაურებაზე უარი თქვეს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბავარიული გრანდის ფეხბურთელებს ეს იდეა რობერტ ლევანდოვსკიმ მიაწოდა, რომელმაც კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად, 1 მილიონი ევრო გაიღო.

ცნობების მიხედვით, "ბაიერნი" მომავალი 2 კვირის მანძილზე ხელფასებზე დაზოგილ თანხას, სრულად გადარიცხავს გერმანიის დაზარებულთა ფონდში.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული ვირუსის გამო, ევროპული ჩემპიონატები, მინიმუმ 29 აპრილამდე გადაიდო.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

კობიაშვილი: "ვაისი სამი თვის ხელფასს არ აიღებს"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით