პარედესი შესაძლოა "მილანში" გადავიდეს

28-03-2020, 14:48

ექსპერტთა აზრით, კორონავირუსი საფეხბურთო ბაზარზე თამაშის ახალ წესებს აუცილებლად დაამკვიდრებს.

იტალიურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, სატრანსფერო გარიგებების დროს სულ უფრო ხშირად გამოიყენებენ უშუალოდ ფეხბურთელთა გაცვლის მექანიზმს.

ამ შემთხვევაში, "მილანი" "პარი სენ-ჟერმენიდან" ლეანდრო პარედესის გადაბირებას აპირებს, რომლის სატრანსფერო ფასიც დაახლოებით 70 მილიონი ევროა.

"როსონერი" გეგმავს პარედესის სანაცვლოდ ფრანგულ გუნდს 35 მილიონი ევრო და ლუკას პაკეტა შესთავაზოს, რომელიც თავის მხრივ, 35 მილიონ ევროდ ფასდება.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

იაშვილი ვაისის კონტრაქტზე: "ორივე მხარეს სურდა, რომ.."

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით