"ატლეტიკო" ალექსანდერ ლაკაზეტის შეძენას შეეცდება

29-03-2020, 20:52

ბოლო რამდენიმე დღეა ბრიტანულ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ლონდონის "არსენალის" ფრანგი თავდამსხმელის, ალექსანდრე ლაკაზეტის დამატებით ლა ლიგის გრანდი დაინტერესდა.

როგორც ცნობილია გამოცემა, theguardian-ი იტყობინება, ზაფხული სატრანსფერო ფანჯრის დროს, ფრანგი ფეხბურთელის შეძენას მადრიდის "ატლეტიკო" ეცდება.

როგორც ცნობილია, ფეხბურთელის დამატება პირადად მადრიდელთა თავკაცს, დიეგო სიმეონეს სურს, რომელი ლაკაზეტს დიეგო კოშტას შემცვლელად განიხილავს.

უნდა ავღნიშნოთ ის ფაქტიც, რომ ესპანური გრანდი ფრანგის გადაბირებას 2017 წელსაც ცდილობდა, თუმცა "ლიონთან" ტრანსფერის თაობაზე შეთანხმებას ვერ მიაღწია.

აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ ალექსანდრე ლაკაზეტიმ მიმდინარე სეზონში "მეთოფეთა" მაისური 25 შეხვედრაში მოირგო, სადაც თავი 9 გატანილი გოლით და 3 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ქართველმა ფეხბურთელებმა საქართველო აალაპარაკეს, რა გააკეთეს მათ შაქარაშვილისთვის (ფოტო)

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით