ლეგენდარულ მეკარეს კორონავირუსი უმძიმეს ფორმაში დაუდგინდა

29-03-2020, 16:03

ლეგენდალური თურქული ფეხბურთელი, რუშტუ რეჩბერი, სასწრაფოდ გადაიყვანეს საავადმყოფოში.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია  მისმა მეუღლემ იშილ რეჩბერმა გაავრცელა.

"ინდა სამწუხაროდ გაცნობით, რომ ჩემი მეუღლე საავადმყოფოში COVID-19-ის დიაგნოზით გადავიდა. ჩემი და ჩვენი შვილების გაკეთებული ტესტების პასუხები უარყოფითია. ამიტომ, ჩვენ სახლში ვართ და თვითიზოლაციაში ვიმყოფებით", - დაწერა იშილმა სოციალურ ქსელში.

რუშტუმ გულშემატკივარს თავი 2002 წლის მუნდიალზე დაამახსოვრა, როდესაც შესანიშნავი თამაშით გუნდს მესამე ადგილის დაკავებისკენ წარუძღვა. გარდა ამისა, იმავე ჩემპიონატზე ყურადღება თვალებთან წასმული სპეციალური ლაქით მიიქცია.

კარიერის უმეტესი ნაწილი თურქმა "ფენერბახჩეში" გაატარა, ერთი სეზონი კი კატალონიის "ბარსელონაშიც" ირჯებოდა, ბოლო ხუთი წელი "ბეშითქაშში" დაჰყო, ხოლო თურქეთის ნაკრებში 120 თამაში ჩაატარა, მათ შორის, ევროპის ჩემპიონატზე სამჯერ, ხოლო მსოფლიოზე ერთხელ იასპარეზა.


კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

იაშვილი ვაისის კონტრაქტზე: "ორივე მხარეს სურდა, რომ.."

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით