"ჩელსი" დონარუმას სანაცვლოდ 60 მილიონ ევროს გადაიხდის

29-03-2020, 17:36

ჯანლუიჯი დინარუმას გარშემო ატეხილი აჟიოტაჟი არ ცხრება. იტალიური პრესის ცნობით, ფეხბურთელის აგენტი მინო რაიოლა იტალიელი მეკარისთვის ახალ გუნდს აქტიურად ეძებს.

ამ ფონზე, ბრიტანული გამოცემა Daily Express გვატყობინებს, რომ მინომ ლონდონის "ჩელსისთან" დონარუმას თაობაზე შეთანხმების მიღწევასთან ახლოსაა.

"არისტოკრატები" მზად არიან "მილანს" 21 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ 60 მილიონი ევრო გადაუხადონ. ეს ის თანხაა, რასაც "მილანი" მის სანაცვლოდ ითხოვს.

გარდა "ჩელსისა", მეკარის შეძენით "რეალი" და "პარი სენ-ჟერმენი" ინტერესდებიან.

ჯანლუიჯი დონარუმას ამჟამინდელი კონტრაქტი "როსონერისთან" 2021 წლის ივნისში იწურება.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

როგორ გამოეხმაურა შოთა არველაძე ბასილაშვილის სკანდალს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით