ანჩელოტი: "კლოპის აზრით, ამ მატჩის ჩატარება დანაშაული იყო"

29-03-2020, 18:37

ინგლისური "ევერტონის" იტალიელმა დამრიგებელმა, კარლო ანჩელოტომ, მედიის წარმომადგენლებთან ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური შეხვედრის თაობაზე ისაუბრა, რომელიც "ლივერპულსა" და "ატლეტიკოს" შორის შედგა.

"კლოპმა მითხრა, რომ თამაში ასეთ სიტუაციაში დანაშაული იყო. ჩემი აზრით, ის მართალია. დღევანდელი მდგომარეობით მთავარია ჯანმრთელობა და ინფექციის გავრცელებასთან ბრძოლა. დანარჩენი ყველაფერი მეორეხარისხოვანია".

"ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, როდის გაგრძელდება ან როდის დამთავრდება სეზონი. დამიჯერეთ, მაგაზე საერთოდ არ ვფიქრობ", - განაცხადა ანჩელოტიმ.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

როგორ გამოეხმაურა შოთა არველაძე ბასილაშვილის სკანდალს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით