შევჩენკო: "ახლაც ისეთვე გრძნობა მაქვეს"

29-03-2020, 22:27

ფეხბურთის უკრაინულმა ლეგენდამ ანდრეი შევჩენკომ განაცხადა, რომ მიმდინარე პანდემიასა და მის სამშობლოში 1986 წელს მომხდარ ბირთვულ კატასტროფას შორის მსგავსებას ხედავს.

"თითქმის 10 დღეა, რაც სახლიდან არ გავსულვარ და დაახლოებით ისეთივე გრძნობა მაქვს, როგორიც ცხრა წლის ასაკში მქონდა, როდესაც ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური აფეთქდა".

"რთული პერიოდი იყო და ახლაც რთლი დრო გვიდგას. უბრალოდ, მთავრობას უნდა დავიჯეროთ და სახლში დავრჩეთ", - განაცხადა შევჩენკომ.

შეგახსნებთ, ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე აფეთქება 1986 წელს მოხდა და ეს ავარია დღემდე ყველაზე დიდ ბირთვულ კატასტროფად ითვლება მსოფლიოს ისტორიაში.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

იაშვილი ვაისის კონტრაქტზე: "ორივე მხარეს სურდა, რომ.."

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით