"დორტმუნდი" სანჩოს დათმობას იოლად არ აპირებს

30-03-2020, 15:50

„დორტმუნდის“ ახალგაზრდა ფეხბურთელების გადაბირება არაერთ კლუბს სურს. გერმანულ გუნდს ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო ახალგაზრდების დუეტი ჰყავთ-ჯეიდონ სანჩო, ერლინგ ჰოლანდი.

არახალია, რომ ორივე მათგანის მიმართ ინტერესი არაერთ გრანდს აქვს.

,,რა თქმა უნდა, ჩვენთვის პრიორიტეტულად სანჩოს შენარჩუნება ითვლება, თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ ფეხბურთელის ინტერესებს ვითვალისწინებთ.

თუ ფეხბურთელმა წასვლა გადაწყვიტა, მის სანაცვლოდ სოლიდურ თანხას მოვითხოვთ. სანჩოს დათმობას იმ ფასად ვაპირებთ, რა ფასადაცაა შეფასებული."-განაცხადა მან.

ამჟამად, Transfermarkt-ს სანჩო 120 მილიონ ევროდ ჰყავს შეფასებული.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

კობიაშვილი: "ვაისი სამი თვის ხელფასს არ აიღებს"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით