კაი ჰავერცის შეძენით "ლივერპული" დაინტერესდა

30-03-2020, 20:39

ავტორიტეტულმა ბრიტანულმა გამოცემებმა გაავრცელეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ "ლევერკუზენის" ახალგაზრდა შუახაზელის კაი ჰავერცის შეძენით "ლივერპული" დაინტერესდა.

როგორც ცნობილია, წითლები ზაფხულში ტრანსფერებში მსუყე თანხის დახარჯვეს გეგმავენ.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "მერსესაიდელები" ჰავერცს, ნაბი კეიტას ალტერნატივიდ განიხილავენ, რომელიც შესაძლოა სათამაშოდ გერმანიის ბუნდესლიგაში დაბრუნდეს.

ფეხბურთელის დამატება პირადად იურგენ კლოპს სურს, რაც კიდევ უფრო ზრდის ტრანსფერის განხორციელების შანსს.

ჰავერცმა მიმდიანრე სეზონში "ლევერკუზენის" მაისური 35 შეხვედრაში მოირგო, მან თავი 10 გატანილი გოლით და 6 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

მოთმაშის სატრანსფერო ფასი ამ ჟამინდელი სატრანსფერო ფასი 90 მილიონ ევროს შეადგენს.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

კობიაშვილი: "ვაისი სამი თვის ხელფასს არ აიღებს"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით