ჟოზემ თვალი "რეალის" ბრაზილიელ მცველს დაადგა

30-03-2020, 22:42

ცნობილმა ბრიტანულმა გამოცემამ express.co.uk-მა გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ "ტოტენჰემი" მადრიდის "რეალის" ბრაზილიელი მცველის ედერ მილიტაოს დამატებით დაინტერესდა.

ზემოთ ხსენებული გამოცემის თანახმად, "ლონდონელები" ზაფხულში დაცვის ხაზის გასაძლიერებლად მილიტაოს საუკეთესო ვარიანტად განიხილავენ.

როგორც ცნობილია, ბრაზილიელი მცველის დამატება პირადად "დეზების" პორტუგალიელ მთავარ მწვრთნელს, ჯოზე მოურინიოს სურს.

ედერ მილიტაოს სატრანსფერო ფასი 40 მილიონი ევროა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

როგორ გამოეხმაურა შოთა არველაძე ბასილაშვილის სკანდალს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით