"ლივერპულს" დემბელე სურს !

31-03-2020, 12:35

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, მერსესაიდული "ლივერპული" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაში, თავდასხმის გაძლიერებას ეცდება.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გერმანელი სპეციალისტი, იურგენ კლოპი, ამჯერად კატალონიის "ბარსელონას" ფრანგი თავდამსხმელის, უსმან დემბელეს გადაბირებით დაინტერესდა.

ცნობების მიხედვით, ახალგაზრდა ვარსკვლავს "ბლაუგრანას" დატოვების გადაწყვეტილება ჯერ-ჯერობით არ მიუღია.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული მოთამაშის სატრანსფერო ღირებულება, 125 მილიონ გირვანქას შეადგენს.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

როგორ გამოეხმაურა შოთა არველაძე ბასილაშვილის სკანდალს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით