უცნაური გადაწყვეტილება, საქართველოში ფეხბურთი ბრუნდება

31-03-2020, 18:55

ევროპაში ერთადერთი საფეხბურთო ლიგა, რომელიც შეჩერებას არ წყვეტს და თამაშები ჩვეულებრივ პირობებში, მაყურებლის თანმხლებით მიმდინარეობს, ბელორუსის ეროვნული ჩემპიონატია.

ჩემპიონატი პრეზიდენტის ლუკაშენკოს ბრძანებით არ ჩერდება და ამან ლიგას უკვე მოუტანა გარკვეული სარგებელი.

ბევრმა წამყვანმა სპორტულმა არხმა საკუთარი საეთერო ბადის შესავსებად აღნიშნული ჩემპიონატის სატელევიზიო უფლებები შეისყიდა.

როგორც ცნობილია, ბელორუსის უმაღლეს ლიგას საქართველოში არსებული სპორტული ტელევიზია "სილქ სპორტიც" შეიძენს, თუმცა ჯერჯერობით ეს ინფორმაცია ოფიციალურად არ დადასტურებულა.

ამჟამად ბელორუსის ჩემპიონატში სამი ქართველი ფეხბურთელები ასპარეზობს - შინდაგორიძე, დიასამიძე და ქანთარია.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

გიორგი ქოჩორაშვილი ლა ლიგაში ითამაშებს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით