სპორტის სამყარომ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფიგურა დაკარგა

31-03-2020, 15:25

ცოტა ხნის წინ გავრცელდა სამწუხარო ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ფილიპინელ-ავსტრალიელი მოჭადრაკე, არიანე კაოილი 33 წლის ასაკში გარდაიცვალა. 

მოჭადრაკის გარდაცვალების მიზეზი ორი კვირის წინ, ერევანში მომხდარი ავტოკატასტროფაა. კაოილი საკუთარი ავტომობილით ხიდს შეეჯახა და მძიმე ტრავმები მიიღო.

საავადმყოფოში გატარებული ორი კვირის შემდეგ, ახალგაზრდა მოჭადრაკე მიღებული ტრავმების შედეგად გარდაიცვალა. 

ბოლო წლებში არიანე ჭადრაკს აქტიურად აღარ მისდევდა. 

ის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მამაკაცი მოჭადრაკის, ლევონ აროიანის მეუღლე გახლდათ.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

იაშვილი ვაისის კონტრაქტზე: "ორივე მხარეს სურდა, რომ.."

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით