"ატლეტიკო" ორ ფეხბურთელს გლოვობს

31-03-2020, 16:05

მადრიდის "ატლეტიკომ" ბოლო ერთ დღეში ორი ფეხბურთელი დაკარგა.

როგორც იცით, გუშინ 14 წლის კრისტიან მინჩოლა სანჩესი გარდაიცვალა, ხოლო მომდევნო 24 საათის განმავლობაში გუნდის ვეტერანი კაპიტანი, ხოსე ლუის კაპონი გარდაიცვალა 72 წლის ასაკში.

"თეთრ-წითლებში" კაპონი 1970-იან წლებში თამაშობდა და გუნდთან ერთად ორჯერ აქვს მოგებული ესპანეთის ჩემპიონატი. გარდა ამისა, ის ესპანეთის თასისა და ინტერკონტინენტალური თასის მფლობელია.

ოფიციალურ განცხადებაში კლუბს კაპონის გარდაცვალების მიზეზი არ დაუსახელებია, თუმცა ესპანურ მედიაში წერენ, რომ ლეგენდა კორონავირუსით იყო დაავადებული.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

კობიაშვილი: "ვაისი სამი თვის ხელფასს არ აიღებს"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით