ისკო პრემიერლიგაში?

31-03-2020, 18:19

 Don Balon-ის ცნობით, მადრიდის "რეალის" ნახევარმცველმა ისკომ შესაძლოა კლუბი დატოვოს.

გამოცემის ინფორმაციით, "მანჩესტერ სიტიში" ესპანელის დამატება კატეგორიულად გადაწყვიტეს.

მართალია, მადრიდელები ისკოს დათმობენ, მაგრამ მისი სატრანსფერო ფასი 80 მილიონი ევრო იქნება, რაც საყოველთაო კრიზისის ფონზე, ძალიან დიდი თანხაა და მანჩესტერული კლუბის ბიუჯეტი, შესაძლოა ვერ გაწვდეს.

აღსანიშნავია, რომ ისკოს საკუთარ გუნდში გადმოყვანა კიდევ ორ ინგლისურ კლუბს, "არსენალსა" და "ჩელსის" სურთ.

მიმდინარე სეზონში ისკომ "რეალის" შემადგენლობაში 22 მატჩი ჩაატარა და ორი გოლი გაიტანა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

როგორ გამოეხმაურა შოთა არველაძე ბასილაშვილის სკანდალს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით