გვარდიოლა: "კარანტინში ვზივარ და ამ ვიდეოს უკვე მეათედ ვუყურებ"

31-03-2020, 19:11

"მანჩესტერ სიტის" ესპანელმა თავკაცმა, პეპ გვარდიოლამ, რომელიც ამჟამად კატალონიაში იმყოფება და თვითიზოლაციის წესებს იცავს, ადგილბრივ მედიასთან საინტერესო კომენტარი გააკეთა.

"რა თქმა უნდა, იმ რეჟიმში მცხოვრები ადამიანისთვის, რომელშიც მე ვცხოვრობდი მიმდინარე რეალობასთან შეგუება ძალიან რთულია. მაგრამ სახლში დარჩენა ერთადერთი სწორი საქციელია, რაც ახლა შეიძლება გავაკეთოთ".

"როგორ გამყავს დრო? რამდენიმე წიგნის წაკითხვა უკვე მოვასწარი. ასევე ვუყურებ  ძველი მატჩების ჩანაწერებს. ყველაზე მეტად მესის საუკეთესო გოლების ვიდეო ამოვიჩემე. უკვე მეათედ ვნახე და ყოველ ჯერზე ერთნაირი ემოცია მეუფლება", - განაცხადა ესპანელმა სპეციალისტმა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

იაშვილი ვაისის კონტრაქტზე: "ორივე მხარეს სურდა, რომ.."

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით