"დიდი შიში დამეუფლა, ვერ ვსუნთქავდი, ყელი ჰაერს არ ატარებდა, სასუნთქი მილი გადამეკეტა"

31-03-2020, 23:19

"ასტონ ვილას" მეკარე პეპე რეინამ მედიის წარმომადგენლებს  კორონავირუსის სიმპტომების შესახებ უამბო, რომელიც მას ორი კვირის წინ დაუდგინეს.

"ახლა კორონავირუსთან ბრძოლას ვიგებ. ყველაზე რთული მომენტი მაშინ მქონდა, როცა ვეღარ ვსუნთქავდი. 25 წუთის მანძილზე ჟანგბადი არ მყოფნიდა".

"ეს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ცუდი მომენტი იყო. ნამდვილი შიში მაშინ დამეუფლა, როცა გავაცნობიერე, რომ ვეღარ ვსუნთქავდი,  თითქოს ყელი შეიკუმშა და ჰაერს აღარ ატარებდა, მოულოდნელად სასუნთქი მილი გადამეკეტა", - განაცხადა რეინამ.

პეპე რეინა იტალიური "მილანის" საკუთრებაა და "ასტონ ვილაშია" განათხოვრებული, სადაც მან სულ ექვსი მატჩი ჩაატარა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

იაშვილი ვაისის კონტრაქტზე: "ორივე მხარეს სურდა, რომ.."

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით