კიდევ ერთი ვირუსი, რომელიც ცნობილ სპორტსმენს გადაედო

1-04-2020, 01:45

როგორც მოგეხსენებათ, მსოპლიოში COVID-19-ის პანდემია მძვინვარებს, რომელიც სპორტსაც შეეხო და არაერთი მსოფლიო დონის მოღვაწე დაავადა.

როგორც აღმოჩნდა, სპორცმენებისათვის საშიში მხოლოდ კორონავირუსი არაა, ისინი სხვა, ახალი ვირუსითაც ავადდებიან.

სომხური წარმოშობის უკრაინელ მოკრივეს, კარენ ჩუხაჯიანს, A ჰეპატიტი აღმოაჩნდა, დაავადების წარმოშობა კი  რუსეთში, ადგილობრივ სერგეი ვორობიოვთან გამართულ ორთაბრძოლას უკაშირდება. 

WBA–ს ვერსიით ნახევრადსაშუალო წონაში ჩემპიონმა მედიის წარმომადგენლებთან თავად ისაუბრა აღნიშნულ ინფექციაზე.

"ჩემთვის კარანტინი იქამდე დაიწყო, სანამ კორონავირუსი იფეთქებდა, რადგან ექიმებმა A ჰეპატიტი დამიდგინეს და ერთთვიანი მკურნალობის კურსი გამომიწერეს, რომელიც უკვე დასასრულს მიუახლოვდა".

"ვადასტურებ, რომ ჰეპატიტი ვორობიოვისგან გადამედო, თუმცა მინდა გთხოვოთ, რომ სოციალურ ქსელებში ნეგატივის გამოხატვისგან თავი შიკავოთ.
ჩემი დამოკიდებულება რუსეთისადმი ყველასათვის ცნობილია, ეს ქვეყანა მე აგრესორად მიმაჩნია, თუმცა ვორობიოვი  აგრესიის ობიექტი არ უნდა გახდეს".

"მან დამირეკა, მომიბოდიშა, ამიხსნა, რომ თვითონაც წარმოდგენა არ ჰქონდა, რაიმე მსგავსი თუ ჭირდა, რადგან A ჰეპატიტის საინკუბაციო პერიოდი ზოგჯერ ერთ თვემდე აღწევს. ახლა კი თავს ორივე უკეთ ვგრძნობთ".

"მადლობა ღმერთს, A ჰეპატიტი სასიკვდლო დაავადება არ არის და შემიძლია სამომავლო გეგმებზეც ვიფიქრო. მალე სრულიად განვიკურნები და ვარჯიშს რაც შეიძლება მალე შევუდგები, ყველას ჯანმრთელობას გისურვებთ", - განაცხადა უკრაინელმა მოკრივემ.

ჩუხაჯიანის ანგარიშზე, 17 ჩატარებულ ორთაბრძლაში, 16 მოგება და 7 ნოკაუტია.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

იაშვილი ვაისის კონტრაქტზე: "ორივე მხარეს სურდა, რომ.."

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით