რონალდო - მესამე სპორტსმენი, რომელიც 1 მილიარდს გამოიმუშავებს

1-04-2020, 15:45

Sportbible-ს ინფრომაციით "იუვენტუსის" მეგავარსკვლავი, კრიშტიანუ რონალდუ გახდა მესამე მოქმედი სპორტსმენი, რომელიც 1 მილიარდ დოლარს გამოიმუშავებს.

პორტუგალიელი კრივის ვარსკვლავს, ფლოიდ მეივეზერსა და გოლფის ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშეს, ტაიგერ ვუდსს შეუერთდება.

ტურინული კლუბი მოთამაშეებს ხელფასებს შეუმცირებს, რის გამოც რონალდუ დაახლოებით 3.5 მილიონი ფუნტ სტერლინგით ნაკლებს მიიღებს, მაგრამ, ამის მიუხედავად, კრიშტიანუ 1 მილიარდს მაინც მიაღწევს.

აქვე გეტყვით, რომ 2019 წელს რონალდუმ £88 მილიონი გამოიმუშავა და მხოლოდ ლეო მესის ჩამორჩა - £103 მილიონი.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

როგორ გამოეხმაურა შოთა არველაძე ბასილაშვილის სკანდალს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით