საფრნგეთის საფეხბურთო სამყარომ კიდევ ერთი ფიგურა დაკარგა

1-04-2020, 18:39

ფრანგული ლიგა 1-ის საფეხბურთო კლუბ "მარსელის" ყოფილი პრეზიდენტი პაპე დიუფი 68 წლის ასაკში კორონავირუსით გარდაიცვალა.

გავრცელებული ცნობით, 30 მარტს, დიუფი მძიმე მდგომარეობაში მიიყვანეს დაკარის ერთ-ერთ საავადმყოფოში, სადაც მას სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს.

თუმცა, "მარსელის" ექს-პრეზიდენტის ჯანმრთელობა არ გაუმჯობესდა და 31 მარტს კორონავირუსის ინფექციის შედეგად გარდაიცვალა.

დიუფი "მარსელის" პრეზიდენტი პოსტზე 2005-2009 წლებში მუშაობდა. მანამდე სენეგალელი სპორტული ჟურნალისტი და საფეხბურთო აგენტი იყო.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

როგორ გამოეხმაურა შოთა არველაძე ბასილაშვილის სკანდალს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით