რონალდო: "რომ არა ის, მესი არავის ემახსოვრებოდა"

2-04-2020, 00:49

ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა რონალდო ლუის ნაზარიო დე ლიმამ მედიასთან საუბრისას საკმაოდ საინტერესო კომენტარი გააკეთა.

"კიჭას" განცხადებით, რომ არა რონალდინიო, დღეს დღეისობით მესი არავის ემახსოვრებოდა.

"ორი აზრი არ არსებობს, მესი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. იგი საოცარ ფეხბურთს გვაჩვენებს, მაგრამ უნდა ვაღიაროთ. მესი ახლა ამ დონეზე ვერ იქნებოდა, რომ არა რონალდინიოს ყოფნა "ბარსელონაში". გაუჩო იყო ფენომენალური ფეხბურთელი, რომლის მხოლოდ ყურებისასაც კი არაერთ რამეს სწავლობდი. რონალდინიოს რომ მადრიდის "რეალში" ეთამაშა და მე მასთან ერთად დუეტი შემექმნა, დღეს მესი არავის ემახსოვრებოდა." - განაცხადა 40 წლის ლეგენდამ.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

იაშვილი ვაისის კონტრაქტზე: "ორივე მხარეს სურდა, რომ.."

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით