ალდერვეირელდი: "კორონავირუსის პანდემიამ ბევრი რამ გვასწავლა"

2-04-2020, 11:35

ლონდონის "ტოტენჰემის" ბელგიელი ცენტრალური მცველი, ტობი ალდერვეირელდი, კორონავირუსის პანდემიაზე საუბრობს:

"ამ პანდემიამ და კარანტინმა ვფიქრობ ბევრი რამ გვასწავლა, რაც მთავარია ერთმანეთის სიყვარული და გვერდში დგომა შეგვახსენა, რაც ამ ყოველივეს ერთ-ერთი დადებითი ეფექტია."

"იმედი მაქვს ექიმების ძალისხმევით ამ კრიზისს მალე დავძლევთ."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული ვირუსის გამო მიმდინარე სეზონის პრემიერ ლიგა, 29 აპრილამდე გადაიდო. 

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

როგორ გამოეხმაურა შოთა არველაძე ბასილაშვილის სკანდალს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით