"როცა ჟურნალისტი ასეთ ფორმაში მიდის სტადიონზე, მას უნდა უყურონ და არა უსმინონ" ( ფოტო)

2-04-2020, 16:03

უმშვენიერესი იტალიელი ჟურნალისტი დილეტა ლიოტა იტალიაში ყველაზე პოპულარული ტელეწამყვანია, რომელსაც საფეხბურთო თოქ-შოუ მიჰყავს. ის ყველგან არის, ყველა მნიშვნელოვან საფეხბურთო ამბავს აშუქებს.

დილეტას  გარშემო სკანდალები ყოველთვის იყო, ახლა კი მას ჩაცმულობის გამო აკრიტიკებენ, იმის შემდეგ, რაც ერთ ერთ ინტერვიუში მაყურებელს მოუწოდა: 

"თუ დაინტერესებული ხარ ფეხბურთით და მიყურებ, მომისმინე კიდეც".

ლიოტას ამ განცხადებას გამოეხმაურა  ჟურნალისტი კატერინა კოლოვატი და სოციალურ ქსელში დაწერა: 

"როცა ჟურნალისტი ასეთ ფორმაში მიდის სტადიონზე, მას უნდა უყურონ და არა უსმინონ, ეს თავადაც კარგად იცის".

აღნიშნულ პოსტს მრავალი გამოხმაურება მოჰყვა და უმრავლესობა წერდა, რომ დილეტა ლიოტა არ არის ჟურნალისტი, რადგან მას არ გააჩნია პროფესიული ეთიკა, მაგრამ მისი ფიზიკური მონაცემების მშვენიერებას არავინ უარყოფს.




კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

იაშვილი ვაისის კონტრაქტზე: "ორივე მხარეს სურდა, რომ.."

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით