იტალიის სპორტის მინისტრმა სერია ა-ს განახლება დაანონსა

2-04-2020, 22:50

იტალიის სპორტის მინისტრმა ვინჩენცო სპადაფორამ  მედიის წარმომადგენლებთან სერია ა-ს განახლების შესახებ ისაუბრა.

"ვადგენთ გეგმას მაისში სპორტის განახლების შესახებ. იმედი გვაქვს, რომ სწორედ ამ დროს კორონავირუსის აფეთქება ჩაცხრება და შევძლებთ მომავალზე ფიქრს".

"მაგრამ იმისთვის, რომ მაისში გავაგრძელოთ, ყველა სპორტულ ორგანიზაციას სჭირდება რესურსები. აი, რატომ გავმართეთ პრეზიდენტების შეკრება და შევიტანეთ წინადადება, მთავრობას როგორ შეუძლია დაეხმაროს სპორტულ სამყაროს კრიზისის დაძლევაში", - განაცხადა სპადაფორამ.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

როგორ გამოეხმაურა შოთა არველაძე ბასილაშვილის სკანდალს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით