სონი სამხედრო მოვალეობას შეასრულებს !

3-04-2020, 02:46

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, ლონდონის "ტოტენჰემის" სამხრეთ კორეელი თავდამსხმელი, ჰეუნ-მინ სონი, სამშობლოში ბრუნდება.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პანდემიის შედეგად მიღებულ თავისუფალ დროს, აზიელი ვარსკვლავი, სავალდებულო სამხედრო მოვალეობის შესასრულებლად გამოიყენებს.

ცნობების მიხედვით, სონი სამხრეთ კორეაში, 4 კვირიან ყაზარულ მომზადებას გაივლის.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის გამო მიმდინარე სეზონის პრემიერ ლიგა, მინიმუმ 29 აპრილამდე გადაიდო.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

როგორ გამოეხმაურა შოთა არველაძე ბასილაშვილის სკანდალს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით