კანავაროს გულმხურვალე მიმართვა: "როცა იტალიელები ერთიანდებიან მათ ვერაფერი ამარცხებს"

3-04-2020, 17:17

ფაბიო კანავრომ, იმ მძიმე სიტუაციის შესახებ, რომელის წინაშეც სრულიად მსოფლიო, განსაკუთრებით კი იტალია დგას თანამემამულეებისადმი გულმხურვალე მიმართვა გაავრცელა.

"დღეს იტალიას იგივე განწყობა სჭირდება, რაც ეროვნულ ნაკრების გვქონა 2006 წლის ჩემპიონატზე. მე უკვე ვიხილე სოლიდარობის შესანიშნავი გამოხატულებები: "ყველაფერი კარგად იქნება", - ფრაზა, რომელიც ამაღლებს იმათ განწყობას, ვინც სახლში იმყოფება, ვინც სხვებს უნდა დაეხმაროს, ვისაც ეშინია, ვისაც მარტოსულად მიაჩნია საკუთარი თავი. ხალხი აივნებზე გამოვიდა, რათა ტაში დაეკრა მედიკოსებისთვის. მეზობლები ერთად მღეროდნენ. ეს ერთიანობაა, რომელიც გვჭირდება".

"როცა ყველაფერი დამთავრდება, იტალია სხვანაირი გახდება. უამრავი დაღუპული ადამიანით, დაკარგული სამუშაო ადგილებითა და არასტაბილური ეკონომიკური მდგომარეობით, რის გამოსასწორებლადაც უამრავი შრომა დაგვჭირდება".

"მანამდე კი მოთმინება გვჭირდება. მოდით, დავრჩეთ სახლში, დავტკბეთ ოჯახთან გატარებული დროით და შევზღუდოთ კონტაქტი სხვა ადამიანებთან.
მოდით ვცადოთ იმის გაკეთება, რაც ჩვენს ძალებშია, საერთო კეთილდღეობისთვის".

"ჩვენ, მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონებმა დავიწყეთ სახსრების შეგროვება იტალიის წითელი ჯვრისთვის. ეს ფული დაეხმარება ყველა საჭირო ნივთით საავადმყოფოების მომარაგებას. იმედია, ჩვენთან ერთად თქვენც შემოიტანთ შემოწირულობას. უბრალოდ, ყურადღება გამოიჩინეთ მეზობლების მიმართ. თქვენ გუნდი უნდა გახდეთ ამ ბრძოლაში. ჩვენ ყველას დახმარება გვჭირდება".

"არავინ არის სუპერგმირი, ეს მართალია".

"მაგრამ, როცა ერთად ვართ, ყველაფერი შეგვიძლია".

"იტალეიელებო, მოდით გავერთიანდეთ", - წერს ფაბიო კანავარო.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

როგორ გამოეხმაურა შოთა არველაძე ბასილაშვილის სკანდალს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით