კლოპი კლუბებს აღარ გაწრთვნის

3-04-2020, 20:18

ბრიტანული მედიის ინფორმაციით, "ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპიმ, შესაძლოა, საკლუბო მწრთვნელის კარიერა დაასრულოს.

მერსისაიდელთა თავკაცის დაახლოებული წყაროს ცნობით, 52 წლის სპეციალისტი გერმანიის ეროვნული ნაკრების დამრიგებლის, იოახიმ ლიოვის პირდაპირ შემცვლელად განიხილება.

აღნიშნავენ, რომ კლოპი მართლაც ფიქრობს ბუნდესნაკრებში შესაძლო დანიშვნის შესახებ და ამ შესაძლებლობას თავისი კარიერის ლოგიკურ განვითარებად მიიჩნევს.

კლოპს მერსისაიდულ კლუბთან კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

როგორ გამოეხმაურა შოთა არველაძე ბასილაშვილის სკანდალს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით