"ზღვის ღორები ვართ, ყველაფერს ჩვენზე ცდით" - ფეხბურთის მეგა ვარსკვლავი მეცნიერებს უჩივის

3-04-2020, 21:09

ლონდონის "ჩელსის" ყოფილმა ფეხბურთელმა, კოტ დივუარელმა დიდიე დროგბამ გააკრიტიკა მეცნიერების ის იდეა, რომელიც აფრიკელებზე კორონავირუსის ვაქცინის გამოცდას გულისხმობს.

"წარომოუდგენელია, რომ ჩვენ კვლავ გვიწევს ამის ატანა. აფრიკა საცდელი ლაბორატორია არ არის. ჩვენ ზღვის ღორები გგონივართ, თუმცა ეს ასე არ არის!", - აცხადებს მსოფლიო ფეხბურთის მეგა ვარსკვლავი.

დროგბას განცხადება პასუხია ფრანგი პროფესორის ჟან-პოლ მირის ჰიპოთეზაზე. მისი აზრით, კორონავირუსის წინააღმდეგ შესაძლოა იმოქმედოს ტუბერკულოზისთვის განკუთვნილმა ვაქცინამ.

ასევე ის თვლის, რომ გამოცდა აფრიკაში უნდა მოეწყოს. 





კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

როგორ გამოეხმაურა შოთა არველაძე ბასილაშვილის სკანდალს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით