მესის თვითმფრინავი ავარიულად დაეშვა, დეტალები ცნობილია

4-04-2020, 13:11

"ბარსელონას" არგენტინელი მეგავარსკვლავის, ლიონელ მესის პირად თვითმფრინავს, რომელიც 12 მილიონ ევროდაა შეფასებული, ბრიუსელის აეროპორტში იძულებით დაშვება მოუწია.

ლეო მესის ფავორიტ სატრანსპორტო საშუალებას, რომელიც ტენერიფესკენ მიფრინავდა, ტექნიკური პრობლემები შეექმნა.

საჰაერო ხომალდი ზავენტემის აეროპორტიდან ადგილობრივი დროით 21:18 წუთზე აფრინდა, თუმცა დაახლოებით საათ-ნახევარში უკანვე დაეშვა.

ჯერჯერობით უცნობია, თუ ვინ იმყოფებოდა ბორტზე, მაგრამ იქ რომ ლეო არ იქნებოდა, ეს ცხადზე უცხადესია.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

იაშვილი ვაისის კონტრაქტზე: "ორივე მხარეს სურდა, რომ.."

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით