ჰოლანდი "დორტმუნდში" აუცილებლად დარჩება

4-04-2020, 17:58

მოგეხსენებათ, "დორტმუნდის" თავდამსხმელი ერლინგ ბრაუტ ჰოლანდი არაერთი გრანდის სამიზნეა. მისით დაინტერესებას მადრიდის "რეალი" და "მანჩესტერ იუნაიტედი" არ წყვეტენ.

იანვრის სატრანსფერი ფანჯარაზე გერმანულ კლუბს 19 წლის ნოერვეგიელი 20 მილიონ ევროდ ჩაუვარდა ხელში. "დორტმუნდში" ჰოლანდმა 11 შეხვედრაში 12 გოლის გატანა მოახერხა.

ესპანური "AS"-ის ინფორმაციით, "დორტმუნდმა" კლუბები დაარწმუნა, რომ ჰოლანდი ზაფხულში კლუბს არ დატოვებს და ახალ სეზონსაც ვესტფალენსტადიონზე დაიწყებს.

მიუხედავად ამისა, "დორტმუნდს" სანერვიულო მაინც აქვს, რადგან ჰოლანდის კონტრაქტში გარკვევით წერია, რომ ზაფხულში მას წასვლა შეუძლია, თუ მაში 75 მილიონ ევროს გადაიხდიან.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

კობიაშვილი: "ვაისი სამი თვის ხელფასს არ აიღებს"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით