"მილანი" რაკიტიჩისთვის აპირებს ბრძოლას

4-04-2020, 20:11

როგორც მოგეხსენებათ, პრაქტიკულად გადაწყვეტილია ის ამბავი, რომ "ბარსელონას" ხორვატი ნახევარმცველი, ივან რაკიტიჩი ზაფხულში "კამპ ნოუს" დატოვებს.

გამოცდილ შუახაზელს მსურველებიც მრავლად ჰყავს და ისიც ნათელია, რომ "ბლაუგრანას" გადატვირთული ნახევარდაცვის ფონზე, მისი ადგილი კატალონიაში აღარაა.

Mundo Deportivo-მ დღეს გვამცნო, რომ "ბარსასთვის" შემოთავაზებას ამზადებს იტალიური "მილანიც".

აღსანიშნავია, რომ წყაროს თანახმად, თავად ივანს კარიერის გაგრძელება იქ სურს, საიდანაც "ბარსელონას" შეუერთდა - "სევილიაში".

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

როგორ გამოეხმაურა შოთა არველაძე ბასილაშვილის სკანდალს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით