ვალვერდეს თვალი "ბაიერნმა" დაადგა !

5-04-2020, 13:08

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, მადრიდის "რეალის" ურუგვაელ ნახევარმცველს, ფედე ვალვერდეს, კიდევ ერთი მსურველი გამოუჩნდა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ახალგაზრდა შუახაზელის გადაბირების ინტერესი ახლა უკვე მიუნხენის "ბაიერნის" ხელმძღვანელობამაც გამოთქვა.

ცნობების მიხედვით, ბავარიელები მზად არიან ვალვერდეს სანაცვლოდ, 75 მილიონი ევრო გაიმეტონ.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული მოთამაშის შეძენა ამასთან ერთად, "მანჩესტერ იუნაიტედს" სურს.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქალხო დამცვლემა ნელი დოროყაშვილს "მსხვერპლი" უწუოდა (ვიდეო)

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით