ცნობილია, რატომ და როდის უკრძალავდა გვარდიოლა მესის სექსს

5-04-2020, 13:01

ლეგენდები დადის იმის შესახებ, თუ როგორ ამზადებს ხოლმე ფეხბურთელებს მნიშვნელოვანი მატჩების წინ "მანჩესტერ სიტის" თავკაცი, პეპ გვარდიოლა.

ესპანელი სპეციალისტი ამ ხერხებს "ბარსელონაში" და მიუნხენის "ბაიერნში" მუშაობისასაც მისდევდა. დამეთანხმებით, რომ ხოსეპს ამან მხოლოდ წარმატებები მოუპოვა.

ერთ-ერთი კომპონენტი გვარდიოლას წინასამატჩო მომზადებაში გახლდათ ის, რომ იგი მოთამაშეებს სექსუალურ ცხოვრებას მკაცრად უკონტროლებდა.

ფრანგი ნახევარმცველის, სამირ ნასრისგან ვიცით, რომ პეპი ფეხბურთელებს სექსით დაკავების ნებას მხოლოდ შუაღამემდე აძლევდა. ეს განსაკუთრებით მისი გუნდების უპირობო ლიდერებს - ლიონელ მესისა და რობერტ ლევანდოვსკის ეხებოდა.

თუ გავითვალისწინებთ, რომ ლეომაც და პოლონელმა გოლეადორმაც ეფექტურობის პიკს სწორედ გვარდიოლას ხელმძღვანელობით მიაღწიეს, მეთოდის ვარგისიანობაშიც დავრწმუნდებით.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

იაშვილი ვაისის კონტრაქტზე: "ორივე მხარეს სურდა, რომ.."

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით