"ის რომ ძალოსანს კორონავირუსი დაუდასტურდა.." - კახი კახიაშვილის განცხადებას ავრცელებს

5-04-2020, 23:31

სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი და ამჟამად საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი კახი კახიაშვილი განცხადებას ავრცელებს.

"ტელევიზიით გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ძალოსანს კორონავირუსი დაუდასტურდა შეცდომაა და არ შეესაბამება სინამდვილეს. COVID-19 დაუდასტურდა სპორტის სხვა სახეობის წარმომადგენელს და მას ძალოსნობასთან არანაირი კავშირი არ გააჩნია".

"ჩვენ დავუკავშირდით ტელევიზიის წარმომადგენლებს და მათ დაგვიდასტურეს, რომ სპორტის სახეობა შეცდომით გამოაცხადეს".

"იმედი გვაქვს, რომ როგორც ჩვენი, ისე ყველა სფეროს წარმომადგენელი კარგად იქნება და ჩვენი ქვეყანა ამ ვირუსს უახლოეს პერიოდში საბოლოოდ დაამარცხებს".

"ძალოსნობის ფედერაცია ემორჩილება ჯანდაცვის სფეროსა და სახელმწიფოს მიერ დადგენილ წესებს. გისურვებთ ჯანმრთელობას", - ამბობს კახიაშვილი.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

როგორ გამოეხმაურა შოთა არველაძე ბასილაშვილის სკანდალს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით