ტოტი ახალგაზრდა ტალანტების ძეიებაშია

6-04-2020, 19:07

ფეხურთის იტალიელმა ლეგენდამ ფრანჩესკო ტოტიმ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას განაცხადა, რომ ახალი საქმიანობის დაწყებას აპირებს, კერძოდ, საკუთარი სასკაუტო კომპანიის გახსნას აპირებს.

"ამ მომენტისთვის მოლოდინის რეჟიმში ვიმყოფები. ვმუშაობ, ვუსმენ, ვრეკავ, ახალგაზრდა მოთამაშეებს ვხვდები. ვაპირებ გავხსნა კომპანია, რომელიც ახალი მოთამაშეების მოძიებით იქნება დაკავებული".

"სურვილი მაქვს, ვასწავლო ახალგაზრდა ადამიანებს. მინდა, რომ ისინი პატიოსნად იქცეოდნენ, ჰქონდეთ მაღალი ღირებულებები და პრინციპები, რაც ასე მნიშვნელოვანია ყველასთვის".

"ვეძებ ახალ ტალანტებს მთელს მსოფლიოში. დღეს საფეხბურთო სამყაროში არ არსებობს სხვა ტოტი, მაგრამ მე მისი პოვნის იმედი მაქვს, თუნდაც ეს არ იყოს იოლი საქმე", - განაცხადა ტოტიმ.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

იაშვილი ვაისის კონტრაქტზე: "ორივე მხარეს სურდა, რომ.."

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით