მარტინესი ლა ლიგაში?

6-04-2020, 19:34

გავლენიანი იტალიური გამოცემა La Gazzeta Dello Sport-ის ინფორმაციით, ლაუტარო მარტინესი, დიდი ალბათობით, "ინტერს" დატოვებს.

წყაროს ცნობით, ფეხბურთელმა ვერ შეძლო მილანურ კლუბთან კონტრაქტის გაგრძელებაზე შეთანხმება. იანვარში "ინტერი" ლაუტაროს სთავაზობდა ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც ის დღევანდელ ხელფასზე ორჯერ მეტს მიიღებდა - 4 მილიონ ევროს წელიწადში.

22  წლის ფორვარდს "ბარსელონაში" გადასვლა სურს, რათა თავის თანამემამულესთან ლიონელ მესისთან ერთად ითამაშოს. ამასთან, კატალონიელები მზად არიან, ფორვარდს წელიწადში 10 მილიონი ევრო გადაუხადონ.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

კობიაშვილი: "ვაისი სამი თვის ხელფასს არ აიღებს"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით