ზიკო: "მათგან განსხვავებით, ნეიმარი არაპროფესიონალია"

6-04-2020, 20:02

ბრაზილიური ფეხბურთის ლეგენდას ზიკოს მიაჩნია, რომ მის თანამემამულეს, „პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდს ნეიმარს პროფესიონალიზმი არ ჰყოფნის იმისთვის, რომ მსოფლიოში საუკეთესოთა რიგებში იდგეს.

"ძალიან მომწონს ნეიმარი, დაუჯერებლად თამაშობს, მაგრამ ის უფრო მეტად პროფესიონალი უნდა გახდეს, როგორც კრიშტიანო რონალდო და მესი არიან, რომლებიც ფეხბურთისთვის ცხოვრობენ".

"ნეიმარს ძალიან ბევრი აზრი უტრიალებს, რაც მას გონებას უფანტავს. ცოტა ხნის წინ ველაპარაკე და ვთხოვე, უფრო მეტად პროფესიონალი იყოს. ახლა ის 28 წლისაა და "პარი სენ-ჟერმენში" კარგ გუნდში მოხვდა.

"მათ შეუძლიათ ჩემპიონთა ლიგა მოიგონ. ბევრი რამ იქნება დამოკიდებული მის კლასზე მთელი ტურნირის განმავლობაში და არა ცალკე აღებულ მატჩში. ახლა ნეის უფრო მეტი გამოცდილება აქვს", - განაცხადა კიკომ.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

იაშვილი ვაისის კონტრაქტზე: "ორივე მხარეს სურდა, რომ.."

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით