კურჟავა გრანდების ინტერესი სფეროშია

7-04-2020, 19:11

ბოლო ერთი კვირის მანძილზე ევროპული პრესა აქტიურად იტყობინება, რომ "ბარსელონას" რადარზე "პსჟ-ს" 27 წლის განაპირა მცველი, ლეივინ კურზავა გამოჩნდა.

ზაფხულში ფრანგი ფლანგელი თავისუფალი აგენტი ხდება, რაც მის კანდიდატურას უფრო მიმზიდველს ხდის.

საინტერესოა, რომ Mirror-ის თანახმად, კურზავასთვის ბრძოლაში აქტიურად ჩაერთო ლონდონის "არსენალი", რომელიც მას იანვრიდან მოყოლებული აკვირდება.

მიუხედავად ამისა, იგივე წყარო წერს, რომ თავად ლეივინს პრიორიტეტად "ბლაუგრანა" აქვს არჩეული, არადა მისით "ჩელსი", "იუვენტუსი", "ინტერი", "მილანი" და "ნაპოლიც" ინტერესდებიან.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

როგორ გამოეხმაურა შოთა არველაძე ბასილაშვილის სკანდალს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით