ცნობილია რა თანხად "იყიდა" რუსეთმა მსოფლიო ჩემპიონატი

8-04-2020, 13:55

ამერიკის შეერთებული შტაბების იუსიტიციის სამინისტროს სპეციალური განცხადების მიხედვით, კატარმა და რუსეთმა მსოფლიოს 2018 და 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატების მასპინძლობის უფლება კორუფციის საშუალებით მოიპოვეს.

ცნობილი ხდება, რომ სახელმწიფოები ფიფას აღმასკომის წევრებს დიდი დროის განმავლობაში ქრთამს აძლევდნენ, რათა კენჭისყრაზე მათ სასარგებლოდ მიეღოთ გადაწყვეტილება.

ფიფას ვიცე-პრეზიდენტი ტრინიდადი და ტობაგოდან ჯეკ უორნერი მოისყიდეს. ასევე ქრთამი შესთავაზეს გვატემალელ რაფაელ სალგეროს.

2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის კატარში გამართვის უფლების მისაცემად ქრთამი აიღეს ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციის ყოფილმა პრეზიდენტმა რიკარდო ტეიშეირამ, სამხრეთ ამერიკის ფეხბურთის კონფედერაციის ყოფილმა პრეზიდენტმა, პარაგვაელმა ნიკოლას ლეოსმა, რომელიც 2019 წლის აგვისტოში გარდაიცვალა და კიდევ ერთმა თანამონაწილემ, რომლის ვინაობასაც რატომღაც არ ამხელენ.

უორენმა საქმიდან 5 მილიონი ამერიკული დოლარი მიიღო, სალგეროს კი 1 მილიონი შესთავაზეს.

უორენმა 5 მილიონი 20 ტრანზაქციის ჯამით მიიღო. ეს ყველაფერი 2010 წლის ნოემბერიდან 2011 წლის აპრილის ჩათვლით ხდებოდა.

გასულ წელს ამერიკის იუსტიიცის სამინისტრომ იმასაც ახადა ფარდა, რომ დმიტრი მედვედევს ვლადიმერ პუტინმა ფიფას მაშინდელი პრეზიდენტის იოზეფ ბლატერის მოსყიდვის შესახებაც აცნობა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

იაშვილი ვაისის კონტრაქტზე: "ორივე მხარეს სურდა, რომ.."

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით