უოლკერი სკანდალში: "ჩემთან სექსს 3 საათი მეხვეწებოდა" (ფოტოები)

8-04-2020, 20:17

"მანჩესტერ სიტისა" და ინგლისის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის კაილ უოლკერის მიერ გამართული ორგიის ისტორია ჯერ კიდევ ცხელია.

ამ ამბის  ერთ-ერთმა მთავარმა გმირმა, 21 წლის სტუდენტმა ლუსი მაკნამარამ ღიად ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, უოლკერი ფარისეველია, მასთან 3 საათი გაატარა და თავიდან არც იცოდა ვინ იყო.

"იმ საღამოს ჩემმა უფროსმა მესიჯი მომწერა, რომ ერთ-ერთი საუკეთესო კლიენტი და მეგობარი მაღალ კლასს ეძებდა. ასე რომ, 24 წლის ბრაზილიელ მეგობარ კაილთან ერთად 22:30 საათზე უკვე მის სახლში ვიყავი".

"თავიდან არ ვიცოდი ვინ იყო, მხოლოდ სახელი მითხრა, კაილი და ფოტოები გადავიღე. თუმცა, როდესაც მეგობართან ერთად მოსაწევად გავედი, მან გამაფრთხილა, რომ ფეხბურთელი იყო".

"2 700 გირვანქა სტერლინგი გადაგვიხადა და ოთახში შეგვიყვანა, იქაურობა დაახლოებით დილის 2 საათზე დავტოვეთ, 3 საათი ჩემთან სექსს მეხვეწებოდა".

"თავდაპირველად უცხო ადამიანებს სახლში სექსისთვის იწვევს და მეორე დღეს ატარებს გაკვეთილებს, ხალხს მოუწოდებს უსაფრთხოების შენარჩუნების აუცილებლობის შესახებ. ის ფარისეველია და ხალხს საფრთხის წინაშე აყენებს", - განაცხადა ლუსიმ.


კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

იაშვილი ვაისის კონტრაქტზე: "ორივე მხარეს სურდა, რომ.."

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით