ხამესი არჩევანის გაკეთება იტალიასა და ინგლისს შორის მოუწევს

6-06-2020, 17:26

ესპანურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მადრიდის "რეალისა" და ხამეს როდრიგესს შორის ურთიერთობა ზაფხულში საბოლოოდ დასრუდება.

ხამესს "სამეფო კლუბთან" კონტრაქტი 2021 წელს ეწურება და შესაბამისად, დამდეგო ზაფხული ბოლო შანსია, რომ ესპანურმა გუნდმა მისი გასხვისებით ფული გამოიმუშავოს, რადგან მხარეები კონტრაქტის გახანგრძლივებას არ გეგმავენ.

როდრიგესს მომავალს ინგლისს ან იტალიას უკავშირებენ. პრემიერლიგაში ყველაზე მეტად ინტერესს კარლო ანჩელოტის "ევერტონი" იჩენს. ასევე, დაინტერესებულ გუნდებს შორის  იტალიური "იუვენტუსი" და "ნაპოლიც" არიან.




კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

უტკინი: "ამიტომ იყიდა "რუბინმა" კვარაცხელია"

დაგვიმეგობრდით