ლეგენდარულმა მალდინიმ ეს ბრძოლაც მოიგო

8-04-2020, 23:33

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, "მილანის" ლეგენდამ და ამჟამად კლუბის ტექნიკურმა დირექტორმა პაოლო მალდინიმ კორონავირუსი დაამარცხა და თავს კარგად გრძნობს.

51 წლის იტალიელმა კლინიკა რამდენიმე დღის წინ დატოვა და გარკვეული ვადა თვითიზოლაციაში გაატარა. ახლა კი ის სრული დატვირთვით დაუბრუნდა თავის საქმიანობას.

აგრეთვე, ცნობილია, რომ რამდენიმე დღის წინ კორონავირუსი მისმა შვილმა, დანიელმაც დაამარცხა.

ცნობისთვის, კორონავირუსით ამჟამინდელი მონაცემებით თითქმის 1,5 მილიონი ადამიანი დაინფიცირდა, საიდანაც 80 ათასზე მეტი შემთხვევა ფატალურად დასრულდა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ქინქლაძე 10 ყველაზე გადაფასებულ მოთამაშეს შორის მოხვდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით